რომელ ქვეყნებში იზრდება უმდიდრესი ადამიანების რიცხვი ყველაზე სწრაფად?

რომელ ქვეყნებში იზრდება უმდიდრესი ადამიანების რიცხვი ყველაზე სწრაფად?

ფოტო: Midjourney

 

მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მათი სიმდიდრის წყაროები რეგიონებისა და ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით განსხვავდება. განვითარებულ ეკონომიკებში სიმდიდრის დაგროვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი ინდუსტრია თანამედროვე ტექნოლოგიებია, განვითარებად ქვეყნებში კი დოვლათის შესაქმნელად წიაღისეული რესურსების მოპოვება-გადამუშავება ან ინდუსტრიული საქმიანობაა საჭირო.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უმდიდრესი ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე ყველაზე სწრაფად იზრდება (რაოდენობრივი და პროცენტული თვალსაზრისით). „უმდიდრესი ადამიანის“ სტატუსი მინიჭებული აქვს პირს, რომლის ქონებაც $30+ მილიონს შეადგენს. მონაცემები აღებულია Knight Frank-ის 2026 წლის სიმდიდრის შესახებ ანგარიშიდან. რაოდენობრივი და პროცენტული ზრდის მაჩვენებლები 2021-2026 წლების პერიოდზეა დაანგარიშებული.

2021-2026 წლების პერიოდში ყველაზე მეტი უმდიდრესი ადამიანი შეერთებულ შტატებს შეემატა. ამ წლების განმავლობაში აშშ-ში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ქონებაც $30 მილიონს აღემატება, 67,000-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ აღემატება აღნიშნული რეიტინგის მეორე ადგილის მფლობელი ჩინეთის ზრდას. ჩინეთში ამავე პერიოდში უმდიდრესი ადამიანების რიცხვი 22,753-ით გაიზარდა.

აშშ-ისა და ჩინეთის დომინაცია მდიდარი ადამიანების რაოდენობრივ რეიტინგში ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობითა და შესაძლებლობებითაა განპირობებული. აშშ-ის შემთხვევაში ადამიანებს ქონების გამრავლებაში ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრები და ტექნოლოგიური სექტორი. ჩინეთისთვის კი ზრდის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ბუნებრივ რესურსებზე წვდომა და ვაჭრობაა.

რეიტინგიქვეყანარაოდენობრივი ზრდა (2021-2026)
1აშშ66,916
2ჩინეთი22,753
3გერმანია9,273
4ინდოეთი7,716
5შვეიცარია4,968
6ავსტრალია4,036
7საფრანგეთი3,781
8გაერთიანებული სამეფო3,005
9იტალია2,886
10ესპანეთი2,708
11იაპონია2,609
12სინგაპური2,529
13ისრაელი2,276
14კანადა2,267
15თურქეთი2,034
16საუდის არაბეთი1,795
17არაბთა გაერთიანებული საამიროები1,712
18პოლონეთი1,575
19ინდონეზია1,028
20ჩეხეთი914

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ზრდაში აშშ დომინირებს, უმდიდრესი ადამიანების რიცხვის ზრდა ყველაზე სწრაფად სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. პროცენტულად, ყველაზე სწრაფად უმდიდრესი ადამიანების რაოდენობა 2021-2026 წლებში პოლონეთში გაიზარდა (109%). სამეულში შედიან კატარი (107%) და თურქეთი (94%). აღნიშნული სია ნათლად აჩვენებს სიმდიდრის შექმნის გეოგრაფიული ცენტრის ცვალებადობას და მიუთითებს იმაზე, რომ ტრადიციული ფინანსური ცენტრებისგან განსხვავებით, ქონების დაგროვება განვითარებად ქვეყნებში უფრო ეფექტიანად ხდება.

უმდიდრესი ადამიანების ზრდის პროცენტულ რეიტინგში მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე რუმინეთი (93%) და საბერძნეთი (74%) მოხვდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ინდუსტრიული გაფართოებით, ენერგორესურსების ექსპორტით, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებითა და მზარდი ფინანსური სექტორით სარგებლობენ.

პროცენტულ რეიტინგში გვხვდებიან სპარსეთის ყურის ქვეყნები, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც უმდიდრესი ადამიანების რაოდენობის ზრდა არა მხოლოდ ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების, არამედ ეკონომიკების დივერსიფიკაციის დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ ორივე სიაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფება ინდოეთი, სადაც 2021-2026 წლებში 7,700 ახალი უმდიდრესი ადამიანი გაჩნდა, რაც 63%-იან ზრდას წარმოადგენს.

ტრადიციული ფინანსური ჰაბები, აშშ, სინგაპური, შვეიცარია და არაბთა გაერთიანებული საამიროები, კვლავ სიმდიდრის შექმნის ცენტრებად რჩებიან. თუმცა რეიტინგების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ქონების დაგროვების გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ტრადიციულ ტერიტორიებს გასცდა.

რეიტინგიქვეყანაპროცენტული ზრდა (2021-2026)
1პოლონეთი109%
2კატარი107%
3თურქეთი94%
4რუმინეთი93%
5საბერძნეთი74%
6ისრაელი71%
7საუდის არაბეთი69%
8ჩეხეთი67%
9ინდოეთი63%
10არაბთა გაერთიანებული საამიროები55%
11სინგაპური54%
12პორტუგალია50%
13ესპანეთი42%
14მაროკო42%
15შვეიცარია39%
16ინდონეზია37%
17აშშ36%
18არგენტინა34%
19ავსტრალია32%
20ირლანდია32%

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.