მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით, საქართველოში პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია.
ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.
ციფრული ბარათის უპირატესობებია:
- მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
- მომხმარებელს არ უწევს ფილიალშიბარათის შესაკვეთად მისვლა;
- მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
- ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდანგააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
- ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;
- ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
- Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთიმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.
ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში (APPLE WALLET, TBC WALLET).
ბარათით სარგებლობა ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი იურიდიული პირებისთვისაც გახდება.
პირველი ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.