ნატოს სამიტის პარალელურად თავდაცვის კომპანიებმა $50 მლრდ-ის კონტრაქტები გააფორმეს

ნატოს სამიტის პარალელურად თავდაცვის კომპანიებმა $50 მლრდ-ის კონტრაქტები გააფორმეს

ფოტო: Reuters

 

ანკარაში ნატოს სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და თავდაცვის მინისტრები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებიან. სამიტის პარალელურად თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმიც იმართება, რომელშიც წევრი ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კორპორაციები იღებენ მონაწილეობას და საკუთარ ტექნოლოგიურ სიახლეებს წარადგენენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნების ლიდერებმა სხვადასხვა მწარმოებლებთან ჯამში $50 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. ზოგიერთი მათგანი საბოლოო შეთანხმებაა, ზოგიც კი სამომავლო მოლაპარაკებებისა და შესყიდვების დამტკიცების საგანი.

შეგახსენებთ, ბოლო თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპი ევროპულ სახელმწიფოებს აქტიურად აკრიტიკებს იმის გამო, რომ თავდაცვის ხარჯებს არ ზრდიან. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ევროპის კონტინენტის დაცვა ევროპული სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა და ამაში აშშ არ უნდა ერეოდეს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ევროპული ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტების მნიშვნელოვანი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის იზოლაციონისტური მიდგომაცაა.

წარმოგიდნეთ ნატოს სამიტის მიმდინარეობისას გაფორმებული კონტრაქტების სიას:

SAAB-ი

შვედურმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა Saab-მა და ნატომ 10 ერთეული GlobalEye-ის, ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის მულტიფუნქციური საფრენი აპარატის, შეძენის თაობაზე ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყეს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მიკაელ იოჰანსონის განმარტებით, Saab-ს საფრენი აპარატების მიწოდება 2030 წლიდან შეეძლება და ერთი ერთეულის ღირებულება $400-დან $450 მილიონამდე იქნება.

Lockheed Martin-ი და Rheinmetall-ი

ორმა გლობალურმა წამყვანმა სამხედრო-სამრეწველო კორპორაციამ, ამერიკულმა Lockheed Martin-მა და გერმანულმა Rheinmetall-მა, გერმანიაში ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების ერთობლივად წარმოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის აშშ-ის საზღვრებს გარეთ წარმოების პირველი პრეცედენტი იქნება.

გარდა ამისა, აშშ ევროპაში Lockheed Martin-ის მოწინავე ტექნოლოგიის მქონე PAC-3-ტიპის რაკეტების მომსახურების ცენტრს გახსნის.

დიდი ბრიტანეთი კი ამერიკული მწარმოებლისგან $254 მილიონად PrSM-ტიპის რაკეტებს შეიძენს, რომელთაც 2027 წლიდან მიიღებს.

Northrop Grumman-ი

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, მოკავშირეები 5 ერთეულმდე Northrop Grumman-ის მიერ წარმოებულ MQ-4C-ტიპის სათვალთვალო დრონს შეიძენენ. შესყიდვის ინტერესი ნორვეგიამ, ფინეთმა, გერმანიამ და დანიამ გამოხატეს.

AIRBUS-ი

ნატოს გერენალურმა მდივანმა სატრანრპორტო საჰაერო ფლოტის გაფართოების შესახებაც განაცხადა. მისი განმარტებით, ალიანსის წევრი სახელმწიფოები ნატოს სტრატეგიული ავიაპარკის გასაზრდელად და გასაახლებლად Airbus-ის მიერ წარმოებულ A400M-ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებს შეიძენენ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.