OpenAI Anthropic-ის Mythos-ის კონკურენტ AI-მოდელს გამოუშვებს

OpenAI Anthropic-ის Mythos-ის კონკურენტ AI-მოდელს გამოუშვებს

ფოტო: Samuel Boivin/NurPhoto via Getty Images

 

OpenAI უახლოეს მომავალში კიბერუსაფრთხოების ახალი, ულტრათანამედროვე AI-მოდელის გამოშვებას აანონსებს. ამერიკული სტარტაპის განცხადებით, Astra ასევე ამერიკული Anthropic-ის მიერ გამოშვებული Mythos-ის პირდაპირ კონკურენტად განიხილება. Mythos-ის საცდელი ვერსია აპრილში გაეშვა, ხოლო პირველი საჯარო ვერსია Anthropic-მა ივნისში წარადგინა.

OpenAI-ის ინფორმაციით, Astra-ს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები საწყის ეტაპზე შეზღუდული იქნება და მათზე წვდომა მხოლოდ ტესტირებისთვის შერჩეულ ჯგუფს ექნება. კომპანიის განცხადებით, Astra-ს გამოშვებამდე მასზე „უფრო ძლიერი უსაფრთხოების ზომების“ გატარებაა საჭირო. მოდელს უკვე შეუძლია კიბერუსაფრთხოების აქამდე დაუდგენელი ხარვეზების ამოცნობა და მათი გამოყენებისთვის მეთოდების დამოუკიდებლად შემუშავება.

Astra-ს შესახებ განცხადება OpenAI-მა Mythos-ის საცდელი ვერსიის გამოშვებიდან რამდენიმე თვეში გააკეთა. Mythos-ი თავდაპირველად მხოლოდ კომპანიის წინასწარ შერჩეული პარტნიორებისთვის, მათ შორის Apple-ისა და Nvidia-სთვის, იყო ხელმისაწვდომი. თუმცა Mythos-ის შესაძლებლობები შეშფოთების მიზეზად იქცა, რადგან მისი გამოყენება პოტენციურად შესაძლებელია ფინანსურ სერვისებზე, ოპერაციულ სისტემებსა და ვებბრაუზერებზე კიბერთავდასხმებისთვის.

აღნიშნული შეშფოთებების საპასუხოდ, Anthropic-მა Mythos-ში ახალი ფუნქციების დამატება დააანონსა, რომელთა საშუალებითაც მოდელის ბოროტად გამოყენების რისკები გამოვლინდება. კომპანია, ქვეყანაში მოდელზე წვდომის ეტაპობრივად გასაფართოებლად, აშშ-ის ფედერალურ მთავრობასთანაც თანამშრომლობს.

Mythos-ის მსგავსად, Astra-ს ადამიანის ჩარევის გარეშე ე.წ. zero-day–ექსპლოიტების შექმნა შეუძლია. შედეგად, Astra შეძლებს მანამდე უცნობი უსაფრთხოების ხარვეზების აღმოჩენას და რეალურ სისტემებზე თავდასხმისთვის მათ გამოყენებას.