საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2019 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 12.4%-ით (416 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით (74 მლნ დოლარით) შემცირდა. სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2019 წელს 3.8 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენბელია. 2014-2016 წლებში საქართველოს ექსპორტი მცირდებობა, ხოლო 2017 წლიდან ზრდა დაიწყო.
2019 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 489 მლნ დოლარით ნაკლებია.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 იანვარს გამოქვეყნდება.
გრაფიკი: საქართველოს ექსპორტი, მილიარდი დოლარი