4-5 დეკემბერს გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა – Elcomm Caucasus 2019-ს უმასპინძლებს. გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით, 4 დეკემბერს კონფერენცია “გლობალური ენერგეტიკული ტრენდები. ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის” გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელექტროტრანსფორმატორები და რეაქტორები, ჰიდრავლიკური ტურბინები; კონტროლირებადი რეაქტორები; მონიტორინგის სისტემები; მზის პანელები; ახალი ენერგეტიკული პროდუქტები და მომსახურება; კავშირგაბმულობის სისტემები და ა.შ.
ექპოჯორჯია საშუალებას მისცემს ინდუსტრიის წარმომადგენლებს: მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, პროდუქტებისა და მომსახურების მომწოდებლებს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები.
გამოფენის ფარგლებში ტარდება B2B შეხვედრები, სადაც მონაწილეები პირისპირ შეხვდებიან ბაზარზე მყოფ მათთვის ნებისმიერ საინტერესო კომპანიას და პოტენციურ პარტნიორს. გასულ წელს ამ შეხვედრების შედეგად გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება და დამყარდა არაერთი პარტნიორული ურთიერთობა.
კონფერენციაზე დასასწრებად და B2B შეხვედრების დასაგეგმად, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკაშირდით: marketing@expogeorgia.ge
კონფერენციის განრიგი: