რატომ მომრავლდა ევროპაში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ მუქარები?

რატომ მომრავლდა ევროპაში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ მუქარები?

ფოტო: crisis24.com

 

ევროპის მასშტაბით ავიაკომპანიები ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მუქარების ახალი ტალღას უმკლავდებიან. ბომბის მუქარის შესახებ განხორციელებული ზარი მიმდინარე კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა. შედეგად, ზოგიერთმა თვითმფრინავმა დაუგეგმავი დაფრენა განახორციელა, ზოგიერთს კი უკან გამანადგურებელი თვითმფრინავები მიჰყვებოდნენ. თუმცა არცერთი მუქარა რეალური არ აღმოჩნდა.

განხორციელებულ მუქარებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა შესაბამის უწყებებს ბრალიც არავისთვის დაუდიათ.

ავიაკომპანიებისთვის ბომბის შესახებ მუქარები უცხო არ არის, თუმცა ავიაციის უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ამჟამინდელი ინციდენტების კოორდინირებული ხასიათი და დროში დამთხვევა უჩვეულოა.

თვითმფრინავების წინააღმდეგ მიმართული მუქარები ავიაკომპანიებამდე, აეროპორტებამდე ან შესაბამის უწყებებამდე ხშირად ანონიმური ელფოსტის ან სატელეფონო ზარების საშუალებით აღწევს. შეტყობინებებში კი ნათქვამია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა. სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით მიიღეს მუქარა, რადგან ამან შესაძლოა სხვებსაც უბიძგოს მსგავსი ქმედებებისკენ და ხელი შეუშალოს გამოძიებას.

ხუთშაბათს დაფიქსირებული მორიგი შემთხვევის შემდეგ, პრაღის აეროპორტის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ მათ მუქარა ანონიმური ელფოსტით მიიღეს. ჩეხეთის პოლიციის ცნობით კი, მსგავსი წერილები ევროპის სხვა აეროპორტებშიც გაიგზავნა.

ავიაციის უსაფრთხოების ჯგუფ Dyami-ს ხელმძღვანელმა, ერიკ სხაუტენმა, მედიასააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანიის უსაფრთხოების სამსახური მიღებულ შეტყობინებას ჯერ სპეციალური საკონტროლო სიის მიხედვით ამოწმებს, შემდეგ კი შესაბამის უწყებებს აცნობებენ.

ბომბის შესახებ მუქარების აბსოლუტური უმრავლესობა ცრუ განგაში აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა სანამ გამოძიება არ დასრულდება, თითოეული მათგანი რეალურ საფრთხედ უნდა განიხილებოდეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა მიმდინარე კვირაში ინციდენტებში ჩართულ თვითმფრინავებზეც.

მოგეხსენებათ, ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ მუქარებს მრავალმხრივი მოტივი შეიძლება ჰქონდეს. დაინტერესებული პირი შესაძლოა აღნიშნულს აკეთებდეს პოლიტიკური მოტიცებით, აქტივისტური მიზეზებით, კრიმინალური დანიშნულები ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჰიბრიდული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების ფარგლებში.

ამჟამად არ არსებობს საჯარო მტკიცებულება, რომელიც ამ კვირის ინციდენტებს რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან დააკავშირებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.