აგვისტოში საარსებო მინიმუმი ერთი ლარით და 70 თეთრით გაიზარდა და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 167 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი 15 ლარით და 70 თეთრითაა გაზრდილი.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 189 ლარი და 20 თეთრია, რაც ივლისთან შედარებით 2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, საქსტატის მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად ნაწილდება:
ორსულიანი – 268.1 ლარი
სამსულიანი – 301.6 ლარი
ოთხსულიანი – 335.1 ლარი
ხუთსულიანი – 377 ლარი
ექვსსულიანი და მეტი – 445.7 ლარი
საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.