IX მოწვევის პარლამენტის წევრების საშუალო ასაკია 47 წელი. ამ პერიოდში ყველაზე ასაკოვანი პარლამენტის წევრი იყო 76 წლის რევაზ არველაძე (უმრავლესობა). ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტის წევრი იყო 30 წლის შალვა კიკნაველიძე (უმრავლესობა).
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის წევრთა შორის ერთდროულად ორი სპეციალობით განათლება მიღებული აქვს 34 დეპუტატს.
პარლამენტის წევრებს შორის არიან:
2 აკადემიკოსი
15 დოქტორი
5 მეცნიერებათა კანდიდატი
პარლამენტის წევრთა უმეტესობა, ისევე როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, იურისტები არიან (56). პარლამენტში არის სამედიცინო სფეროს 18 და ეკონომიკის სფეროს 15 წარმომადგენელი.