გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უხელმძღვანელებს

გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უხელმძღვანელებს

გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალი პრეზიდენტი გახდა. პერტაია ამ თანამდებობაზე პალატის საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია.

აქამდე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას ნინო ჩიქოვანი იკავებდა.

გიორგი პერტაია 2011-2012 წლებში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლიდან 2016 წლამდე პერტაია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო, 2018 წლიდან 2019 წლის მაისამდე კი ბანკი “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.