რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2018 წლის წლიური ინფლაციის დონე 1.5%-ია.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 4.9%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის კომუნალური გადასახადები 3.1%-ით. 2.9%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.7%-ით.

თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 48.7%-ით კომბოსტო გაძვირდა, შემდეგ მოდის მწვანილი 41.4%-ით. ხახვი 17.2%-ით გაძვირდა, ქათმის ხორცი 14.8%-ით, ხორბლის პური კი 13.3%-ით.

ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2018 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

ფასების ზრდა

კომბოსტო

48.7%

მწვანილი

41.4%

ქუდი კაცის

22.1%

მუზეუმის ბილეთი

18.2%

შორი მიმოსვლის მატარებლით მგზავრობა

17.8%

ხახვი

17.2%

დასწრება სპექტაკლზე

17.0%

ქათმის ხორცი

14.8%

დასწრება კინოსეანსზე

14.6%

ხორბლის პური

13.3%

სიმინდის ფქვილი

13.2%

შებოლილი თევზი

13.1%

გაყინული თევზი

13.1%

წიწაკა

13.0%

წყლის გადასახდელი

12.6%

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები

12.2%

ბავშვის საკვები

11.3%

გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი

11.3%

ქიშმიში

10.9%

კოსმეტოლოგის მომსახურება

10.7%