YouTube-ი, უკვე დიდი ხანია, მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა, პოპულარობის მოპოვებისა და მონეტიზაციის საშუალებად იქცა ნებისმიერი ადამიანისთვის.
მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების სიას Forbes-ი ყოველწლიურად აქვეყნებს.
1. Ryan ToysReview
რაიანი 7 წლის ბიჭია, რომელიც ვიდეოებს მშობლების დახმარებით წერს და მომხმარებელს სხვადასხვა სათამაშოებს აცნობს.
შემოსავალი ბოლო 1 წელში: $22 მილიონი.
გამომწერების რაოდენობა: 17 მილიონი.
2. Jake Paul
21 წლის ჯეკს რამდენიმე YouTube არხი აქვს. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას Disney-ს არხზე შესრულებულმა როლმა მოუტანა სერიალში Bizaardvark.
შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $21.5 მილიონი.
გამომწერების რაოდენობა: 17.5 მილიონი.
3. Dude Perfect
Dude Perfect 5 პირისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც YouTube-ზე სხვადასხვა “სპორტული” აქტივობების ვიდეოებით გახდნენ პოპულარულები.
შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $20 მილიონი.
გამომწერების რაოდენობა: 36.8 მილიონი.
4. DanTDM
დანიელ მიდელტონი, გასულ წელს Forbes-ის სიაში პირველ ადგილს იკავებდა. ბრიტანელი ე.წ. “გეიმერი” Yourube-ზე საკუთარი თამაშის ვიდეოებს აქვეყნებს.
შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $18.5 მილიონი.
გამომწერების რაოდენობა: 10.7 მილიონი.
5. Jeffree Star
33 წლის ჯეფრი Youtube-ზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს მაკიაჟის “გაკვეთილებს” სთავაზობს.
შემოსავალი ბოლო ერთ წელში: $18 მილიონი.
გამომწერების რაოდენობა: 11.4 მილიონი.