2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 193 მლნ დოლარით გაიზარდა და 17.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის ზრდა სახელმწიფო ვალის (104 მლნ დოლარით) და კომერციული ბანკების ვალის (114 მლნ დოლარით) მატებამ განაპირობა. კომერციული ბანკების ვალის ზრდის მაჩვებებელში 63 მლნ დოლარი უცხოური დეპოზიტების ზრდაზე მოდის.
31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 112%-ია, 2015 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 113% იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს 86%.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარი
| 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018, მარტი |
სამთავრობო სექტორი | 4,256 | 4,390 | 4,678 | 5,295 | 5,399 |
ეროვნული ბანკი | 252 | 219 | 200 | 291 | 298 |
ბანკები | 2,683 | 2,957 | 2,984 | 3,687 | 3,800 |
სხვა სექტორები | 3,587 | 4,503 | 5,431 | 5,390 | 5,382 |
ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები | 3,212 | 3,179 | 2,581 | 2,621 | 2,597 |
მთლიანი საგარეო ვალი | 13,989 | 15,249 | 15,874 | 17,283 | 17,476 |
წყარო: ეროვნული ბანკი