საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 44-ე ადგილი დაიკავა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა.
2018 წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, 2019-2020 წლებში კი 4.8-5%-ით. 2018 წლის პროგნოზის მიხედვით საქრთველო მსოფლიოში 47-ეა.
2017 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ლიბიაში დაფიქსირდა – 71%, რაც ლიბიის სამოქალაქო ომიდან გამოსვლის შედეგია. მეორე ადგილზე ეთიოპიაა 11%-ით, ხოლო მესამეზე განაა 8.4%-ით. მეოთხე ადგილს ირლანდია იკავებს 7.8%-ით.
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე მაღალი ზრდა სომხეთში დაფიქსირდა – 7.5%. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. 7%-ით გაიზარდა თურქეთის ეკონომიკა (მე-11 ადგილი მსოფლიოში). რუსეთის ეკონომიკა 1.5%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 0.1%-ით.
2017 წელს ყველაზე მეტად – 14%-ით ვენესუელას ეკონომიკა შემცირდა, შემდეგ მოდის იემენი 13.8%-იანი შემცირებით.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელს ყველაზე სწრაფად – 16.4%-ით ლიბიის ეკონომიკა გაიზრდება. შემდეგ კი ეთიოპიის ეკონომიკა 8.5%-ით.