TBC ლონდონის საფონდო ბირჟაზე დამატებით 618,640 ჩვეულებრივი აქციას განათავსებს. შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის 53,550,507 აქცია იქნება განთავსებული. თიბისი გასული წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შევიდა.
ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. FTSE 250 ინდექსი კი მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს.