საინტერესო ფაქტები ზამთრის ოლიმპიადების ისტორიიდან

საინტერესო ფაქტები ზამთრის ოლიმპიადების ისტორიიდან

9 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით, ფიონგჩანგში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

პირველი ზამთრის ოლიმპიადა თითქმის 1 საუკუნის წინ, 1924 წელს, შამონიში (საფრანგეთი) გაიმართა. პირველ თამაშებში მხოლოდ 16 ქვეყნის 248 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ზამთრის ოლიმპიადა ყველაზე მეტჯერ – ოთხჯერ – აშშ-შია ჩატარებული. საფრანგეთმა ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა, 2-2-ჯერ: ავსტრიამ, იაპონიამ, იტალიამ, კანადამ, ნორვეგიამ და შვეიცარიამ, თითოჯერ – გერმანიამ, იუგოსლავიამ და რუსეთმა.

კორეაში ზამთრის ოლიმპიადა პირველად ტარდება. თუმცა, კორეელებს უკვე აქვთ ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის გამოცდილდება (სეული, 1988).

საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე მეშვიდედ მონაწილეობს. ფიონგჩანგში 4 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა: სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამიშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოგოიანი. საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აქამდე მედალი არ მოუპოვებიათ (33 მედალი ზაფზულის ოლიმპიადებზე).

დოპინგ-სკანდალის გამო, რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა. ოლიმპიზმის ისტორიაში ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა. თუმცა, საბოლოოდ, სასჯელი უფრო ნომინალური აღმოჩნდა, ვიდრე რეალური – 169 რუსი სპორტსმენი მაინც მიიღებს მონაწილეობას სტატუსით ოლიმპიელი რუსეთიდან.  მათი გამარჯვების შემთხვევაში არ აღიმართება რუსეთის დროშა და არ დაუკრავენ რუსეთის ჰიმნს. 

ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე მეტი მედალი ნორვეგიას აქვს მოპოვებული – 329. 5 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობის სკანდინავიური ქვეყანა ოქროს მედლების რაოდენობითაც ლიდერია – 118.

ოლიმპიური მედლების რაოდენობით ქვეყნების ტოპ-10:

#

ქვეყანა

თამაშების რაოდენობა

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

სულ

1

 ნორვეგია

22

118

111

100

329

2

 აშშ

22

96

102

84

282

3

 გერმანია

11

78

78

53

209

4

 საბჭოთა კავშირი

9

78

57

59

194

5

 კანადა

22

62

56

52

170

6

 ავსტრია

22

59

78

81

218

7

 შვედეთი

22

50

40

54

144

8

 შვეიცარია

22

50

40

48

138

9

 რუსეთი

6

45

32

34

111

10

 ფინეთი

22

42

62

57

161