2017 წლის 20 ყველაზე აქტიური კომპანია მედიაში

2017 წლის 20 ყველაზე აქტიური კომპანია მედიაში

2017 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ სტატიასა და სიუჟეტში ქართული კომპანიებიდან თიბისი ბანკი ახსენეს. “აიფიემ კვლევების” მიხედვით, თიბისი ბანკზე 9190 სტატია/სიუჟეტი მომზადდა. მეორე ადგილზე კვლავ საბანკო სექტორის წარმომადგენელი – საქართველოს ბანკია. 

მედიაში ყველაზე აქტიური კომპანიების ოცეული შემდეგია: 

 

გამოვლინების გარდა, მნიშნელოვანია, თუ როგორ ტონში მოხდა კომპანიების გაჟღერება და როგორ პოზიციონირდნენ ისინი მსმენელისა და მკითხველის გონებაში, გასულ წელს.

გრაფიკზე მოცემულია პროცენტული გადანაწილება, კომპანიების პოზიტიურ და ნეგატიურ გამოვლინებებს შორის. კვლევის მიხედვით,  ერთადერთი კომპანია, ლიდერი ოცეულიდან, რომელსაც პოზიტიური გამოვლინების მაჩვენებელი 100 პროცენტი აქვს, თეგეტა მოტორსია.

97%-იანი ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებელი ახასიათებს ორ კომპანიას, ესენია- სასტუმრო ლეო გრანდი და ცენტრ-პოინტი. მათი ნეგატიური პროფილი, 2017 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე, ლოგიკურად ფორმირდა.