2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეგმაზე 72 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა

2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეგმაზე 72 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა

2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა (ყველას სახის ხარჯი) 11.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ გადასახდელებზე 72 მლნ ლარით მეტია. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გეგმაზე 2.6 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა.

გამოყოფილ თანხებზე მეტის დახარჯვა სამინისტროების მიერ გაწეულმა ხარჯებმა განაპირობა. ყველაზე მეტი გადახარჯვა აქვს ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 31-31 მლნ ლარი. შემდეგ მოდის თავდაცვის სამინისტრო 25 მლნ ლარით. სხვა სამინისტროების გადახარჯვა კი 2-7 მლნ ლარის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში გადახარჯვა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამებმა განაპირობა, ჯამში 24 მლნ ლარით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 710 მლნ ლარი დაიხარჯა, როდესაც წლის დასაწყისში 660 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. წლის ბოლომდე გეგმიური მაჩვენებელი 710 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც აქედანვე ცხადია, რომ საკმარისი არ იქნება.

ცხრილი: სამინისტროების ხარჯების გეგმა და ფაქტი 2017 წელს, მლნ ლარი

სამინისტროები

გეგმა

ფატი

სხვაობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

1324

1355

-31

ჯანდაცვის სამინისტრო

3418

3449

-31

თავდაცვის სამინისტრო

750

775

-25

განათლებისა სამინისტრო

1107

1114

-7

კულტურის სამინისტრო

104

111

-7

იუსტიციის სამინისტრო

99

103

-4

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

179

183

-4

ენერგეტიკის სამინისტრო

207

210

-3

გარემოს დაცვის სამინისტრო

36

39

-3

შინაგან საქმეთა სამინისტრო

523

525

-2

წყარო: სახელმწიფო ხაზინა