საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები განაახლა, რომლის მიხედვით საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 4.3%-მდე გაზარდა. ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.6%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2.2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4.6%-ით.
2016 წელს 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 98-ე იყო, ხოლო 2017 წლის პროგნოზის (4.3%) მიხედვით 52-ე პოზიციას იკავებს.
2017 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ლიბიაში (55%) და ეთიოპიაში (8.5%) დაფიქსირდება. ყველაზე მეტად კი ვენესუელას (-12%) და ეკვატორული გვინეას (-7.4%) ეკონომიკა შემცირდება. 1%-ით შემცირდება აზერბაიჯანის ეკონომიკა.
ცხრილი: ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნები 2017 წელს
ქვეყანა | 2017 |
ლიბია | 55.1% |
ეთიოპია | 8.5% |
კოტ დიუარი | 7.6% |
ნეპალი | 7.5% |
მიანმარი | 7.2% |
ბანგლადეში | 7.1% |
ჯიბუტი | 7.0% |
კამბოჯა | 6.9% |
ლაოსი | 6.9% |
სენეგალი | 6.8% |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი