რუმინეთში Forbes CEE Forum 2017 იმართება

რუმინეთში Forbes CEE Forum 2017 იმართება

რუმინეთში Forbes CEE Forum 2017 იმართება, სადაც ქართული Forbes-ის მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ საქართველოზე პრეზენტაცია გააკეთა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები და არის ინტერესი საქართველოში მიმდინარე მიღწევების გაზიარების კუთხით, რომელიც ქვეყანაში მმართველობის რეფორმას, ბლოქჩეინის დანერგვას და ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში დაწინაურებას ეხება. ფორუმის ფარგლებში, ქართული და რუმინული მხარე მჭიდრო საქმიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუმინეთის და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა ბიზნესმენებმა, ასევე, რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.

წლევანდელი ფორუმის ორგანიზატორი Forbes Romania-აა და ის 2014 წლიდან იმართება.