აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალი 256 მილიონი ლარით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალი 256 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 256 მლნ ლარით გაიზარდა და 15.5 მილიარდი ლარი შეადგინა. აგვისტოში გაიზარდა როგორც საგარეო სახელმწიფო ვალი, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 46 მლნ დოლარით, ხოლო ლარში გამოსახული საგარეო ვალი 241 მლნ ლარით გაიზარდა (თავის წვლილი შეიტანა ლარის გაუფასურებამ). აგვისტოში საშინაო სახელმწიფო ვალი 15 მლნ ლარით გაიზარდა.

31 აგვისტოს მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.5 მილიარდი ლარია.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.