ჩინელი ბიზნესმენი 48 საათში $8 მილიარდით გამდიდრდა

ჩინელი ბიზნესმენი 48 საათში $8 მილიარდით გამდიდრდა

ჩინური კომპანიის Evergrande Group-ის აქციების ფასი 25-დან 27 ივლისამდე პერიოდში 34%-ზე მეტად გაიზარდა, რამაც მის მფლობელს $8 მლრდ მოუტანა. ჰუი კა იანი ამჟამად ჩინეთის რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც $33,5 მილიარდს შეადგენს.

Evergrande Group უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც ჩინეთის 200-ზე მეტ ქალაქში 600-მდე პროექტს ახორციელებს. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 300%-ზე მეტად გაიზარდა, მისი მფლობელის ქონება კი $24,5 მილიარდით.

აქციების ფასების ბოლო ზრდა კომპანიის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, Evergrande Group-ის წლის პირველი კვარტლის შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გასამმაგდა.

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯეკ მას ქონება ამჯერად $36,2 მილიარდ შეადგენს.