რეგიონის ქვეყნები, რომლის ვალუტებიც ყველაზე მეტად უფასურდება, ინფლაცია კი ყველაზე მაღალია

რეგიონის ქვეყნები, რომლის ვალუტებიც ყველაზე მეტად უფასურდება, ინფლაცია კი ყველაზე მაღალია

პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1% შეადგინა. მაისში ეკონომიკა 5,3%-ით გაიზარდა, ხოლო 5 თვის საშუალო ზრდამ 4,5% შეადგინა. 

პირველ კვარტალში, თურქეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. სომხეთში კი მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 8,9% შეადგინა, ყაზახეთში 7,4%; რუსეთში 5,6%. მაისში აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 0,9%-მდე შემცირდა. 

ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა. 

საქათველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.6 %-ზე მაღალი იყო აზერბაიჯანში – 14.8%, უკრაინაში – 13.5%, თურქეთში – 11.7%. საქართველოზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა რუსეთში – 4.1% და  სომხეთში 1.6%. 

წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ, 0,26 პუნქტით გამყარდა, – წლის დასაწყისში ერთი დოლარის ღირებულება 2,65 ლარი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 2,39 ლარია. მაისში დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4416-დან 2.4274- მდე შეიცვალა, – ანუ გამყარდა 0.6 პროცენტით.

იანვარ-მაისში რეგიონის ქვეყნების ვალუტების ცვლილება დოლარის მიმართ შემდეგი იყო: 

ყაზახეთი – გამყარდა 5,1%-ით; სომხეთი – გამყარდა 0,4%-ით; რუსეთი – 4,1%-ით.