Inter Rao საქართველოს მთავრობასთან ტარიფებზე დავას სასამართლოში გააგრძელებს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა Reuters-ს განუცხადა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოდან შეტყობინება უკვე მიიღეს და დავისთვის ქართული მხარე მზადაა.
Inter Rao-ს ჯგუფმა საქართველოს წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. ამასთან, რომ სადაო თანხა, შესაძლოა 125 მილიონ დოლარზე მეტი იყოს.
“ინტერ რაოს“ სტრუქტურები – ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და ქართულ მხარეს ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის კომპენსირებას სთხოვენ. ამასთან ინტერ რაოში მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით სწორი არ იყო, რამაც მათ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა.
“ჩვენ ძლიერი პოზიცია გვაქვს და მას დავიცავთ სასამართლოში“, – ამბობს მარიამ ვალიშვილი.
Inter Rao-ს ხელმძღვანელი ბორის კოვალჩუკი კი ამბობს, რომ კომპანია ან იმ ტარიფებს მიიღებს, რომელზეც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება ჰქონდათ, ან დავა სასამართლოში დასრულდება.
“ჩვენ ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კუთვნილი თანხა მივიღოთ“.