ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 84 მლნ ლარი შეადგინა, რაც 68 მლნ ლარით მეტია გასული წლის თებერვლის მაჩვენებელზე.
იანვარ-თებერვალში, ჯამში, კომერციული ბანკების მოგება 143 მლნ ლარია, რაც 106 მლნ ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-თებერვლში მიღებულ მოგებაზე.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში