საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ბანკი „ქართუს“ მოგება გაიზარდა.
ბანკის წმინდა მოგება დაახლოებით 17-ჯერ გაიზარდა და 11.5 მილიონი ლარი შეადგინა. ნომინალური ზრდის მიხედვით პირველ ადგილზე „თბს“ ბანკია, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 31 მლნ ლარის მოგება ნახა.
ცხრილი: საქართველოში მოქმედი მსხვილი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2015 წლის პირველ კვარტალში.
ბანკის დასახელება | 2015 წლის პირველი კვარტლის მოგება მლნ ლარებში | მოგების ცვლილება 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით |
ბანკი ქართუ | 11.5 | 1650% |
სილქ როუდ ბანკი | 2.5 | 247% |
ლიბერთი ბანკი | 8.3 | 84% |
პრივატბანკი | 5.3 | 83% |
პროკრედიტ ბანკი | 5.4 | 59% |
თიბისი ბანკი | 31.2 | 51% |
რესპუბლიკა | 8.3 | 20% |
ბაზისბანკი | 2.3 | 18% |
ვითიბი ბანკი ჯორჯია | -1.3 | -25% |
საქართველოს ბანკი | -23 | -52% |
წყარო: ბანკების მოგება-ზარალის უწყისები