საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 19%-ით. 2014 წლის აპრილში 237 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის აპრილში 186 მილიონი დოლარის.
წელს, ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში ექსპორტი 26%-ით (243 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 8%-ით (192 მილიონი დოლარი).
2015 წლის პირველ ოთხ თვეში სავაჭრო ბალანსი 3.2%-ით გაუარესდა და უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1637 მილიონი დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 მაისს გამოქვეყნდება.