იანვარ–მარტში ექსპორტი 193 მილიონი დოლარით შემცირდა, იმპორტი - 59 მილიონით

იანვარ–მარტში ექსპორტი 193 მილიონი დოლარით შემცირდა, იმპორტი - 59 მილიონით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტი 2014 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 193 მილიონი დოლარით, 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 59 მილიონი დოლარით, 3%-ით შემცირდა. მხოლოდ მარტის თვეში ექპორტი 77 მილიონი დოლარით შემცირდა.

მარტში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 93 მილიონი დოლარით შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 53.6 მილიონი დოლარით, სომხეთში 20.7 მილიონი დოლარით, რუსეთში 12.4 მილიონი დოლარით, ხოლო უკრაინაში 6 მილიონი დოლარით.

ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბულგარეთში (17 მილიონი დოლარი), თურქეთში (15 მილიონი დოლარი), ჩინეთში (9.7 მილიონი დოლარი) და უზბეკეთში (7 მილიონი ლარი).