საქართველოს მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი 2009 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა. 2008 წელს აღნიშნული ბალანსი 21 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2012 წელს 1.1 მილიარდი დოლარი. 2013 წელს 1.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2014 წელს 4.6%-ით (64 მილიონი დოლარით) შემცირდა და დაახლოებით 1.34 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსის შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა სატრანსპორტო მომსახურების კლებამ. 2014 წელს საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 51%-ით (37.4 მილიონი დოლარით) შემცირდა.
63 მილიონი დოლარით გაიზარდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, თუმცა ზრდა ძირითადად წლის პირველმმა სამმა კვარტალმა განაპირობა, სანამ საქართველო სავიზო რეგულაციებს გაამკაცრებდა. მეოთხე კვარტალში ზრდა მხოლოდ 4.4 მილიონი დოლარი იყო.