17 მარტის მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების შესრულების გეგმას 441 მილიონი ლარი აკლია. დღეისათვის 1339 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალია მობილიზებული (გეგმის 75%), კვარტლის გეგმა კი 1780 მილიონი ლარია.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების პირველი კვარტლის გეგმის შესრულებას კი 525 მილიონი ლარის დახარჯვა სჭირდება.
სავარაუდოდ, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გატარებით ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმებიც შემცირდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლები ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის მიხედვით იყო დაგეგმილი, განახლებული საპროგნოზო მაჩვენებელი კი დაახლოებით 2% იქნება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება საგადასახადო შემოსავლების გეგმების შემცირებასაც გამოიწვევს.