ნავთობის მსოფლიო ფასი კლების ტენდენციას დაუბრუნდა

ნავთობის მსოფლიო ფასი კლების ტენდენციას დაუბრუნდა

ბოლო დღეებში ნავთობის მსოფლიო ფასი იკლებს. “ბრენტის“ ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარიდან 58 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ნედლი ნავთობის ფასი 53 დოლარიდან 50 დოლარამდე ჩამოვიდა.

ნავთობის ფასის კლების და დასავლეთის მხრიდან საქნციების გახანგრძლივების გამო დაცემა დაიწყო რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსმა. რუბლის კურსი შედარებით დასტაბულურდა, თუმცა თებერვალში რუსეთის სავალუტო რეზერვები 13 მილიარდი დოლარით შემცირდა. ბოლო 16 თვეში რუსეთის ვალუტის რეზერვები 167 მილიარდი დოლარითაა შემცირებული და არსებული მარაგი 310 მილიარდ დოლარს უტოლდება.

ასევე, აღსანიშნავია დოლარის ევროს მიმართ სწრაფად გამყარება. მსოფლიოს სავალუტო ბირჟებზე დღეს 1 დოლარი 1.075 ევრო ღირს. ეს ევროს კურსის ისტორიული მინიმუმია. ევროს გაუფასურების ახალი ტალღა ევროპის ცენტრალური ბანკის ექსპანსიურმა მონეტარულმა პოლიტიკამ გამოიწვია. ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტე 9 მარტიდან ყოველთვიურად 60 მილიარდი დოლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები შეისყიდოს, რომ შეაჩეროს ევროპაში არსებული დეფლაციური პროცესი და ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის ამაღლებას. თუმცა, ევროს მოცულობის ზრდა ევროს კურსს დოლარის მიმართ აუფასურებს.