სექტემბერში რადისონ ბლუ, საქართველო სოციალური პასუხისმგებლობის თვეს აღნიშნავს. 30 დღის განმავლობაში, რადისონ ბლუ ივერიისა და რადისონ ბლუ ბათუმის თანამშრომლები წამოიწყებენ აქტივობებს ადგილობრივი საზოგადოებისა და World Childhood Foundation–ის, მხარდასაჭერად.
ამ ერთთვიანი კამპანიის განმავლობაში, ორივე სასტუმროს გუნდი სტუმრებს კამპანიაში ჩართვისაკენ მოუწოდებენ. თანამშრომლები ყოველი სტუმრის ანგარიშს სიმბოლურ 1 ევროს დაუმატებენ, შეგროვილი თანხა კი World Childhood Foundation–ს საქველმოქმედო მიზნით გადაერიცხება.
სასტუმროები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ყაზბეგის საქველმმოქმედო მარათონში, მსოფლიო დასუფთავების აქციაში, ჩააბარებენ სისხლს, შეაგროვებენ წიგნებს სკოლის ასაკის ბავშვებისათვის, დარგავენ ხეებს, ორგანიზებას გაუწევენ საქველმოქმედო სადილს „კათარზისში“, ასევე ესტუმრებიან იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს და ნოდარ დუმბაძის საბავშვო თეატრის დასთან ერთად, პატარა პაციენტებისათვის წარმოდგენას გამართავენ. სასტუმროს თანამშრომლები ესტუმრებიან რამდენიმე სკოლას და ჩაატარებენ ლექციებს გარემოს დაცვის შესახებ.
„პასუხისმგებლიანი ბისნესის წარმოება ჩვენი კომპანიის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ვსარგებლობთ ნებისმიერი შემთხვევით, რათა წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაში. ჩვენი სასტუმროები თბილისსა და ბათუმში სოციალური პასუხისმგებლობის თვეს გახსნის დღიდან აღნიშნავენ და მეამაყება, რომ ჩვენი მიღწევები ყოველწლიურად უმჯობესდება,“- განაცხადა მაიკლ ჯაკობიმ, რადისონ ბლუ, საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა.
სოციალური პასუხისმგებლობის თვე კარლსონ რეზიდორ ჰოტელ გრუპის სოციალური პასუხისმგებლობის ზოგადი სტრატეგიაა. ეს კამპანია გამოხატავს კომპანიის დამოკიდებულებას თანამშრომლებთან, სტუმრებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, გარემოსთან, სახელმწიფოსა და იმ საზოგადოებასთან, სადაც ამუშავებენ სასტუმროს.