საერთაშრისო სავაჭრო პალატა მოხარულია გაცნობოთ, რომ დაიწყო პალატის ახალგაზრდა წევრების პირველი ნაკადის სტაჟირებაზე აყვანა. კომპანია რუსთავი 2–მა ახალი პროექტის განხორციელებისათვის სტაჟირებაზე აიყვანა 4 პალატის წევრი სტუდენტი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის გაიღრმაონ ცოდნა და მიიღონ სამუშაო გამოცდილება. ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულები არიან:
ნაზი ჯინჭარაძე – საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი
თეა ქელბქიანი – თავისუფალი უნივერსიტეტი
ქეთი ტარტარაშვილი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
მამული სალაყაია – საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 26 წლის ჩაათვლით სურვილი აქვს მიიღოს მეტი ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საერთაშრისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდული პროექტის შესახებ გთხოვთ დაუკავშირდეთ მარიკა ვალნერს m.vallner@icc.ge