ერთ-ერთმა უმსხვილესმა იაპონურმა ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Rakuten-მა 900 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა Viber-ი, რომელსაც დღეისთვის 300 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, Viber-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეო და აუდიო მედია-შეტყობინებები და, რაც მთავარია, განახორციელოს უფასო ზარები.
Viber-ის აპლიკაცია 2010 წელს შექმნა ოთხმა პარტნიორმა ისრაელიდან (ტალმან მარკო, იგორ მეგზინიკი, სანი მაროლი და ოფერ სმოჩა) და მას “Skype-ის მკვლელი“ შეარქვეს. ამჟამად ის განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, რუსეთსა და ავსტრალიაში. „მოკლე შეტყობინებების ახალი სისტემის შექმნა ჩვენთვის წარმოუდგენლად რთული ამოცანა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ არსებული პლატფორმა შეგვეძინა. Viber-ის შესაძლებლობების გამოყენება ჩვენ კომპანიას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენ გაყიდვებს, ამავე დროს, Viber-ი დამკვიდრება მისთვის ახალ, იაპონურ ბაზარზე“, – აცხადებს Rakuten-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხიროში მიკიტანი.
შეგახსენებთ, რომ Viber-ი 2013 წლის ივლისში „სირიის ელექტრონული არმიის“ ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა, თუმცა Viber-ის მენეჯმენტი ამტკიცებდა, რომ ჰაკერებმა ვერ მოახერხეს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მოპოვება და სისტემა მაშინაც და ახლაც სრულიად დაცულია.