13 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები განაახლა. ფონდის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.4%- ით შემცირდება. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდება, ხოლო განვითარებადების – 3.3%-ით. მსოფლიო ეკონომიკის ასეთი ვარდნის მიზეზი კოვიდ-19-ია. სტატიაში განვიხილავთ, რომელი ქვეყნების ეკონომიკა შემცირდება ყველაზე მეტად 2020 წელს და რომლები შეინარჩუნებენ ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს.
[MAINPICTURE]
ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები
10. იტალია
2020 წელს იტალიის ეკონომიკა 10.6%-ით შემცირდება. იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა. მარტიდან ოქტომბრამდე კოვიდით 40 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის შესაჩერებლად ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას და ეკონომიკის მნიშვნელოვნად შეჩერებას დიდი ზარალი მოჰყვა. ყველაზე მეტად იტალია ტურიზმის შემცირებამ დააზარალა. საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 18%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ 10-დან 12%- მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 135%-დან 162%-მდე გაიზარდა.
9. ეკვადორი
წელს ეკვადორის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება. ვირუსი ეკვადორშიც საკმაოდ მასშტაბურად გავრცელდა და მან 13 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეკვადორის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე, ასევე ტურიზმზე. პანდემიის გამო ექსპორტი 9.5%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ 4-დან 8%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 52%-დან 69%-მდე გაიზარდა. 8. არგენტინა წელს არგენტინის ეკონომიკა 11.8%-ით შემცირდება. ინფიცირებულების რაოდენობით არგენტინა მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, ვირუსმა 35 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. არგენტინა პანდემიამდეც ეკონომიკურ კრიზისში იყო. პანდემიის გამო ექსპორტი 12%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ 10-დან 11%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 90%-დან 97%-მდე გაიზარდა.
8. არგენტინა
წელს არგენტინის ეკონომიკა 11.8%-ით შემცირდება. ინფიცირებულების რაოდენობით არგენტინა მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, ვირუსმა 35 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. არგენტინა პანდემიამდეც ეკონომიკურ კრიზისში იყო. პანდემიის გამო ექსპორტი 12%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ 10-დან 11%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 90%-დან 97%-მდე გაიზარდა.
7. მონტენეგრო
წელს ეკვადორის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება. ვირუსი ეკვადორშიც საკმაოდ მასშტაბურად გავრცელდა და მან 13 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეკვადორის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე, ასევე ტურიზმზე. პანდემიის გამო ექსპორტი 9.5%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ 4-დან 8%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 52%-დან 69%-მდე გაიზარდა. წელს მონტენეგროს ეკონომიკა 12%-ით შემცირდება. პანდემიის პირველი ტალღის დროს ქვეყანაში ვირუსი ნაკლებად გავრცელდა, რაც ქვეყნის “ჩაკეტვის“ დამსახურება იყო, თუმცა სექტემბრიდან მეორე ტალღას ვერ გადაურჩა. ვირუსმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეკონომიკის კლება ძირითადად ექსპორტის 45%-იანმა კლებამ განაპირობა. უმუშევრობის დონემ 14-დან 19%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 79%- დან 91%-მდე გაიზარდა.
6. ყირგიზეთი
ყირგიზეთში ვირუსის გავრცელებას პოლიტიკური არასტაბილურობაც დაემთხვა და წელს ქვეყნის ეკონომიკა 12%-ით შემცირდება. ყირგიზეთში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულში იყო, მეორე კი ოქტომბრიდან დაიწყო. ვირუსმა 1,200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეკონომიკის კლება ძირითადად ექსპორტის 39%-იანმა კლებამ განაპირობა. უმუშევრობის დონემ 6.5-დან 8%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 54%-დან 68%-მდე გაიზარდა.
5. ესპანეთი
ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად – 12.8%-ით ესპანეთის ეკონომიკა შემცირდება. ინფიცირებულების რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. ქვეყანას პანდემიის პირველიც და მეორე ტალღაც მძიმედ შეეხო. ვირუსმა 40 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ღრმა ეკონომიკური კრიზისი ეკონომიკური საქმიანობების შეჩერებამ, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის 26%-ით კლებამ განაპირობა. უმუშევრობის დონემ 14-დან 17%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 95%-დან 123%-მდე გაიზარდა.
4. სეიშელის კუნძულები
წელს სეიშელის ეკონომიკა 13.8%-ით შემცირდება. სეიშელის კუნძულებზე ვირუსის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში, მაგრამ ქვეყანას შემოსავალი ძირითადად ტურიზმიდან აქვს და პანდემიის გამო შეწყვეტილი ტურიზმის გამო, მან დიდი ზარალი განიცადა. ქვეყანაში უმუშევრობა გაორმაგდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 55%-დან 89%-მდე გაიზარდა.
3. პერუ
წელს პერუს ეკონომიკა 14%-ით შემცირდება. ინფიცირებულების რაოდენობით პერუ მსოფლიოშო მე-9 ადგილზეა, ვირუსმა 45 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. პერუში მარტიდან დღემდე ეკონომიკური შეზღუდვები მოქმედებს. პანდემიის გამო ექსპორტი 13%- ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ 6.6-დან 12.5%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 27%-დან 40%-მდე გაიზარდა.
2. მალდივები
წელს მალდივების ეკონომიკა 18.9%-ით შემცირდება. მოსახლეობით 300-ათასიან ქვეყანაში ვირუსი საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მალდივების ეკონომიკა ტურიზმზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის განახევრებამ ქვეყანა მნიშვნელოვან კრიზისში შეიყვანა. ქვეყანაში უმუშევრობა გაორმაგდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 78%-დან 118%-მდე გაიზარდა.
1. ფიჯი
კოვიდ- 19-მა ყველაზე მეტად ფიჯის ეკონომიკა დააზარალა, რომელიც წელს 12%-ით შემცირდება. მილიონამდე ადამიანით დასახლებულ ფიჯიში ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ამ შედეგს ქვეყნისა და ეკონომიკის საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით მიაღწიეს. ტურიზმსა და ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ფიჯიში უმუშევრობის დონემ 4.5-დან 13.4%-მდე მოიმატა, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 49%-დან 84%-მდე გაიზარდა.
ყველაზე მეტად “გადარჩენილი“ ქვეყნები
10. კოტ-დ’იუვარი
2020 წელს კოტ- დ’ ივუარის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზრდება, თუმცა 2019 წელს გაცილებით მაღალი (6.5%) ზრდის მაჩვენებელი ჰქონდა. ქვეყანაში ინფიცირების შედარებით დაბალი მაჩვენებელია, გარდაიცვალა 130-მდე ადამიანი. თავიდან ქვეყნის მკაცრად ჩაკეტვით, ხოლო მაისიდან გახსნით და პანდემიის ადეკვატური მართვით კოტ-დ’ ივუარი გამორჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ექსპორტი 5%-ით შემცირდა, ბოლო წლების ერთ- -ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა ეკონომიკამ პოზიტიური ზრდის ტემპი შეინარჩუნა.
9. ჩინეთი
კოვიდ- 19-ის სამშობლოს, ჩინეთის ეკონომიკა წელს 1.8%-ით გაიზრდება. თუმცა ეს ბოლო 40 წელიწადში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთმა, საკმაოდ მკაცრი წესების გატარებით, ვირუსის შეჩერება მალევე შეძლო და მეორე ტალღისგანაც დაიცვა თავი. ჩინეთის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 2019 წლის დონეზე შენარჩუნდა, შიდა მოხმარება და ინვესტიციები კი გაიზარდა. ჩინეთმა კრიზისის საპასუხოდ სამთავრობო ინვესტიციები და დახმარებები გაზარდა. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 12%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 53%-დან 62%-მდე გაიზარდა.
8. ტანზანია
წელს ტანზანიის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზრდება. გასულ წელს 7%-იანი ზრდა ჰქონდა. ტანზანიაში 58 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირებულების რაოდენობა კი 600-მდეა. თუმცა შესაძლოა, რეალურად გაცილებით მეტი იყოს. ტანზანია უღარიბესი ქვეყანაა, გლობალიზაციისა და ტურიზმზე დამოკიდებულების საკმაოდ დაბალი დონით. შედეგად, მას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად შეეხო. ქვეყნის ეკონომიკა სოფლის მეურნეობასა და ბუნებრივი რესურსების ექსპორტზეა დამოკიდებული. მდიდარია ოქროს საბადოებით.
7. ეთიოპია
წელს ეთიოპიის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზრდება. გასულ წელს 9%-იანი ზრდა ჰქონდა და მსოფლიოში მე-3 იყო. ბოლო 4 წლის საშუალო ზრდით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 100 მლნ მოსახლეობის მქონე ეთიოპიაში ვირუსი ნაკლებად გავრცელდა და 2 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეთიოპია ღარიბი ქვეყანაა, რაც ქვეყანაში სამუშაო ძალის სიიაფეს და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას განაპირობებს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ეთიოპიის ექსპორტი 11%-ით შემცირდა, მაგრამ შიდა მოხმარების ზრდის ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკა ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს.
6. რუანდა
წელს რუანდის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. გასულ წელს 9.4%-იანი ზრდა ჰქონდა და მსოფლიოში მე-2 იყო. 13 მლნ მოსახლეობის მქონე ეთიოპიაში ვირუსი ნაკლებად გავრცელდა და 40-მდე ადამიანი იმსხვერპლა. რუანდამ ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი შეინარჩუნა – 8.8%-ის დონეზე. ტანზანიის მსგავსად, რუანდა უღარიბესი ქვეყანაა, გლობალიზაციისა და ტურიზმზე დამოკიდებულების საკმაოდ დაბალი დონით. შედეგად, მას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად შეეხო. პანდემიის მცირედად გავრცელებამ კი ეკონომიკის მალე და სრულად გახსნის საშუალება მისცა.
5. მიანმარი
ბოლო წლების სწრაფი ეკონომიკური ზრდის მქონე კიდევ ერთი ქვეყანა – მიანმარი წელს 2%-მდე ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს. გასულ წელს 6.5%-იანი ზრდა ჰქონდა. 54 მლნ მოსახლეობის მქონე მიანმარში აგვისტომდე ვირუსი მხოლოდ 500-მდე ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა ბოლო თვეებში ინფიცირებულების რაოდენობა შედარებით სწრაფად მატულობს. გარდაიცვალა 1300-მდე ადამიანი. საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მიანმარშიც შემცირდა – 10%-ით. მიანმარიც ღარიბი ქვეყანაა, ტურიზმზე დამოკიდებულების დაბალი დონით. ქვეყანას სექტემბრამდე ეკონომიკაში მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ დაუწესებია. საგარეო ფაქტორებიდან მიღებული ზიანი შიდა მოხმარებისა და ინვესტირების ზრდით გადაფარა.
4. ბენინი
კიდევ ერთი ღარიბი ქვეყნის, ბენინის ეკონომიკა 2020 წელს 2%-ით გაიზრდება. გასულ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ზრდა ჰქონდა. 12 მლნ მოსახლეობის მქონე ეთიოპიაში ვირუსი ნაკლებად გავრცელდა, არც მეორე ტალღა შეიმჩნევა. ვირუსმა 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ბენინმა მარტში მკაცრი შეზღუდვები დააწესა ვირუსის შესაჩერებლად, მაისიდან კი ეკონომიკური საქმიანობები სრულად დაუშვა. ბენინიც არ არის ტურიზმზე დამოკიდებული. ეკონომიკა შიდა წარმოებისა და სამშენებლო სექტორის აქტიურობის გამო იზრდება. 2019 წელს ბენინს დაბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტი ჰქონდა, წელს კი დეფიციტური ექნება მშპ-ის 4%-მდე, რაც შიდა მოთხოვნის წასახალისებლად დაიგეგმა.
3. ეგვიპტე
ეგვიპტის ეკონომიკა 2020 წელს 3.5%-ით გაიზრდება და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-3 ადგილზე იქნება. გასულ წელს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. ეგვიპტეში ვირუსი ნაკლებად გავრცელდა, შედარებით მაღალი მაჩვენებელი ზაფხულში იყო. 102 მლნ მოსახლეობის მქონე ეგვიპტეში ვირუსმა 7 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ტურიზმის შემცირებამ ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაიზარდა და, საბოლოოდ, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მხოლოდ 1.6%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ეგვიპტემ ასევე მნიშვნელოვანი დახმარებები მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
2. ბანგლადეში
ბოლო წლების სწრაფი ეკონომიკური ზრდის მქონე კიდევ ერთი ქვეყნის – ბანგლადეშის ეკონომიკა წელს 3.8%-ით გაიზრდება. გასულ წელს 8.2%-იანი ზრდა ჰქონდა. ბანგლადეშში ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა და 6 ათასზე მეტი გარდაიცვალა, თუმცა 165 მლნ მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის მაღალი მაჩვენებელი არ არის. ბანგლადეშიც ღარიბი ქვეყანაა, ტურიზმზე ნაკლებად დამოკიდებული, თუმცა ემიგრანტების გზავნილებისა და ექსპორტის შემცირების გამო ბანგლადეშმა საგრძნობლად იზარალა. პანდემიამდე ბანგლადეშში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელოდნენ. კრიზისის გამო ქვეყანამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებები მიიღო, რითაც ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება განახორციელა მშპ-ის 3.6%-ის დონეზე. შემსუბუქდა რეფინანსირების განაკვეთი და საბანკო რეგულაციები.
1. სამხრეთ სუდანი
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 4.1%-ით სამხრეთ სუდანის ეკონომიკა გაიზრდება. 2015- 2018 საომარი მოქმედებებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო სამხრეთ სუდანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2019 წლიდან ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო, თუმცა სამხრეთი სუდანი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 370 აშშ დოლარია. ცხელი უდაბნოს ქვეყანაში, სადაც ტურისტები თითქმის არ ჩადიან, ვირუსი ნაკლებად გავრცელდა. 4 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა. ეკონომიკის ზრდას ომის შედეგად დაზიანებული წარმოების აღდგენა განაპირობებს, განსაკუთრებით – ნავთობის მოპოვების განახლება და მოცულობების ზრდა.