Apple-მა iPhone-ებზე შეკვეთები 20%-ით შეამცირა. ამის მიზეზი iPhone 12 mini-ს მოდელზე შემცირებული მოთხოვნა გახდა.
რაც შეეხება სხვა ახალ მოდელებს, მათზე მოთხოვნა, პირიქით, მაღალია. კომპანია 2021 წლის ბოლომდე 230 მლნ iPhone-ის წარმოებას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 11.6%-ით მეტია.
თუმცა, ამის ფონზე, iPhone 12 mini-ს მოდელები არ იყიდება. მომხმარებლები მას ან iPhone 11-ს ამჯობინებენ, რომელსაც უფრო დიდი ეკრანი აქვს, ან კიდევ უფრო დიდეკრანიან iPhone 12-ს.
ზოგადად, iPhone 12-ის მოდელები კომპანიისთვის წარმატებული გამოდგა. Apple-ი აღარ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ სმარტფონს ყიდის კვარტალურად, თუმცა იანვარში კვლევითმა კომპანია IDC-მა განაცხადა, რომ Apple-მა 2020 წლის ბოლო კვარტალში 90.1 მილიონი სმარტფონის დისტრიბუცია განახორციელა. ეს ერთი კვარტალისთვის Apple-ის გაყიდვების რეკორდია, რამაც კომპანია მსოფლიოში სმარტფონების ყველაზე მსხვილ მწარმოებლად აქცია.
აქვე აღსანიშნავია, რომ Apple-ის შემოსავლები iPhone-ის გაყიდვებიდან გასული წლის მეოთხე კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით იყო გაზრდილი.