გონივრული არჩევანის შესაძლებლობა უკვამლო მომავლის შესაქმნელად

გონივრული არჩევანის შესაძლებლობა უკვამლო მომავლის შესაქმნელად

დღეს საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია, მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადებებით კი ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს  წვის პროცესის დროს გამოყოფილი კვამლი და მასში არსებული ტოქსიკური ნივთიერება იწვევს.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო ბენეფიტების შესახებ კომენტარი გააკეთა “ფილიპ მორისის” გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

„თუ ჩვენ თამბაქოს მოხმარების პროცესში უგულებელვყოფთ წვის ელემენტს, მაშინ მნიშვნელოვნად შემცირდება პროდუქტის მიერ გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა“, – განაცხადა იური გორდოკმა, ფილიპ მორისის გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

დღესდღეობით, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ 8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა უკვამლო პროდუქტების კვლევასა და განვითარების პროცესში. შედეგად, შეიქმნა მეცნიერულად დადასტურებული თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ჩაანაცვლონ ტრადიციული სიგარეტები.

„თითოეული ზრდასრული მწეველი ინდივიდი იმსახურებს გონივრული არჩევანის შესაძლებლობას, ამიტომ, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ალტერნატიული მიდგომა, რომელიც დაეხმარება მათ, შეწყვიტონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება,“ – აღნიშნა იური გორდოკმა.

მისივე განცხადებით, სიგარეტის მეცნიერულად დადასტურებულ უკვამლო ალტერნატიულ პროდუქტებს აქვთ პოტენციალი, გააუმჯობესონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ვითარება.