ლუტეცია წლების განმავლობაში საზოგადოებისათვის ჩამოყალიბდა კომპანიად, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ჩვენ გარშემო არსებული სამყარო კიდევ უფრო მშვენიერი გახადოს და მომხმარებლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანების განსაკუთრებული, დადებითი ემოციები გაუზიაროს.
ბრენდის ამ მისიისა და ფილოსოფიის გაგრძელება გახლდათ 23 აპრილს ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციას დაფუძნებაც. კომპანიის თითოეული წარმომადგენლისთვის ეს თარიღი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობაც შეიძინა, რადგანაც დაარსების დღე სიმბოლურად კომპანიის დამფუძნებლის – ბატონი ვახტანგ ფხაკაძის დაბადების დღეს დაემთხვა.
„ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. ლუტეცია ფონდი ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და დაეხმარება მათ განათლების მიღებასა და მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე სვლაში.“ – სწორედ ეს იქნება ფონდის მიზანი, რომელიც ერთგვარად ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებლის, ვახტანგ ფხაკაძის, ხედვისა და წლების წინ ყოველგვარი აფიშირების გარეშე დაწყებული საქმის გაგრძელებაა.
მართლაც, ლუტეცია ჯგუფის დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი ფილოსოფია გარშემომყოფებისათვის ახალი პერსპექტივებისა და ნათელი დღეების შექმნაა. ბატონი ვახტანგი და მისი გუნდი მუდმივად განვითარებასა და სიახლეებზე გახლდათ ორიენტირებული და სწორედ ამ გზამ მიიყვანა ის გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვლა – არა მხოლოდ ადამიანების გარეგნულ მშვენიერებაზე ზრუნვით, არამედ მათი შინაგანი მისწრაფებების, ოცნებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერით.
ლუტეცია ჯგუფში სჯერათ რომ განათლება არის სწორედ ის, რაც არა მარტო ერთი ადამიანის მომავალზე ზრუნვას, არამდე მთელი საზოგადოებისათვის გაწეულ სასიკეთო საქმეს ნიშნავს.
ახლადშექმნილ ფონდში უამრავი სამომავლო გეგმა, იმედი და მიზანი აქვთ და სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი სხვა კომპანიისთვის თუ ადამიანისთვის გახდება მოტივაცია ხელი შეუწყოს წვლილი ქვეყნის მომავალი თაობის განათლებას.
ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში შეირჩევიან, ლუტეცია ჯგუფის წევრი თითოეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას: კომპანიები ყოველწლიურად მოგების გარკვეულ წილს ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციაში გადარიცხავენ.
ახლადშექმნილ ფონდში ერთი წამითაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო ძლიერები შეხვდებიან, შეძლებენ ფონდის საქმიანობისა და მასშტაბების გაფართოებას და, რაც მთავარია, უფრო მეტ ღირსეულ ახალგაზრდას დაანახებენ ახალ ჰორიზონტებსა და კიდევ უფრო მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას.