გასულ წელს ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, პირობა დადო, რომ მის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ქონებას თითქმის სრულად გაასხვისებდა. პირობის მიხედვით, „ტესლას“ აღმასრულებელ დირექტორს კალიფორნიაში ექვსი მდიდრული სახლი უნდა დაეთმო, თავად კი მცირე ზომის ბინაში გადასულიყო.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მესამე ადამიანი სხვა მილიარდერებივით მდიდრულ აპარტამენტებში არ ცხოვრობს. ილონ მასკი ძვირფასი ქონების გაყიდვის შემდეგ თავისსავე კომპანიისაგან ნაქირავებ საცხოვრებელ ადგილას დასახლდა.
SpaceX-საგან ნაქირავები სახლი ტეხასში მდებარეობს და მისი ფართობი დაახლოებით 37 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ბინაში საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო ოთახები ერთიანდება.
ილონ მასკმა აღნიშნული გადაწყვეტილება შარშან, მისი ქონების ირგვლივ დაწყებული მითქმა-მოთქმის გასანეიტრალებლად მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ დანაპირებს ამერიკელი მილიარდერი პირნათლად ასრულებს.
ამჟამად მასკი საკუთარ ბოლო დიდ სახლსაც ყიდის, რომელსაც 37.5 მილიონ აშშ დოლარად აფასებს. საინტერესოა, თუ რა ბედი ელით ილონ მასკის მეგობარ გოგონასა და მისექვს შვილს, რომელთა საცხოვრებელი ადგილიც ცნობილი არ არის.