წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი უკვე ცნობილია. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ალექსანდრე ონიანი ორი წლით Bentley University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
წელს Fulbright-ს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.
„აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ბანკსა და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 7 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს ალექსანდრე ონიანი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ ალექსანდრეს ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ Bentley-ის პრესტიჟული უნივერსიტეტისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის:
Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ამჟამად ფულბრაიტის 2022-2023 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს. საბუთების მიღება 2021 წლის 1 მაისს დაიწყო და 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://boe.ge/project/fulbright