ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება

ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება

ბიზნეს დაჯილდოება 2021 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით დაიწყო. უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნეს სოციუმის შექმნა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს დაჯილდოებას ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია დაემატა, ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
  • საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის
  • გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს,  რომლებიც გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

თიბისი ბიზნესისთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ნომინაციაში აღმოაჩინონ ისეთი ბიზნესები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ, არიან შთამაგონებლები სხვებისთვის და უკეთესობისკენ ცვლიან მომხმარებლის ქცევას.

წელს გამარჯვებულები თავიანთ ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ახალ პრიზებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:

  1. ახალი ვებგვერდის შექმნა
  2. ბრენდის სტრატეგიის შექმნა
  3. მედია მხარდაჭერის უზრუნველყოფა

მონაწილეთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებგვერდზე www.businessaward.ge და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი, დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.