NASA Space Apps-ს საქართველომ კიდევ ერთხელ უმასპინძლა

NASA Space Apps-ს საქართველომ კიდევ ერთხელ უმასპინძლა

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გამართულიყო.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.  წლევანდელ Space Apps-ის ვირტუალურ ღონისძიებას – 28,286 მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

NASA Space Apps Challenge Tbilisi ორგანიზებული იყო Startup Büro-ს მიერ, ხოლო ღონისძიებას მხარი დაუჭირეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), ბილაინმა და ლიბერთი ბანკმა.

ღონისძიების ქომიუნითი-პარტნიორები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, DataFest Tbilisi, Fennec Tech Studio, Google Developers Group (GDG) Tbilisi და ფაბლაბ ილიაუნი .

ღონისძიებაზე მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვისაც აქვს იდეა, ცოდნა, უნარები და სწრაფვა – პროექტის გამარჯვების შემთხვევაში კი მას Global Awards–ზე წარადგენენ.

წლევანდელ ღონისძიებაზე მოცემული იყო 29 გამოწვევა 11 განსხვავებულ კატეგორიაში.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდის წევრები არიან კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე. გუნდმა 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგო ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

„NASA Space Apps თბილისი მზად არის, ყოველწლიურად უზრუნველყოს პროფესიონალური და პროდუქტიული ჰაკათონი ყველა მონაწილისთვის, რათა ჩაერთოს იდეების მძლავრ გაცვლაში გამოწვევებთან დაკავშირებით. Space Apps ცდილობს უზრუნველყოს ბევრი ტალანტის ჩართულობა მთელს მსოფლიოში, რათა მათ შეძლონ პრობლემების მოგვარება დედამიწასა და კოსმოსში. კოსმოსური პროგრამები არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი გრძნობს, რომ ეკუთვნის იყოს განვითარების ნაწილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს და არის უფლებამოსილი თავისი წვლილი შეიტანოს სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილებაში“ – ჰაიკ ასრიანცი და გური ქოიავა NASA Space Apps-ის ლიდები და ორგანიზატორები საქართველოში.