საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2021 წლის სექტემბერში 2020 წლის სექტემბერთან შედარებით 17 მლნ დოლარით, 8.8%-ით გაიზარდა. სექტემბერში სულ 209 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც სექტემბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოდან საზღვარგარეთ 29 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4.2 მლნ დოლარით მეტია 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.
სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. სექტემბერში გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინიდან – 5.2 მლნ დოლარით.
ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, 1,71 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 371 მლნ დოლარით მეტია. ამავე პერიოდში, საქართველოდან საზღვარგარეთ 45 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ვიდრე 2020 წელს.
ქვეყნები, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა (მლნ დოლარი)
ქვეყანა | სექტემბერი-2020 | სექტემბერი-2021 | ზრდა |
იტალია | 29.2 | 34.1 | 4.9 |
ყაზახეთი | 1.9 | 5.9 | 4.0 |
რუსეთის ფედერაცია | 35.1 | 38.6 | 3.4 |
გერმანია | 7.5 | 10.9 | 3.3 |
ყირგიზეთი | 1.0 | 3.5 | 2.5 |
აშშ | 22.7 | 24.5 | 1.9 |
ისრაელი | 14.0 | 15.4 | 1.4 |
პოლონეთი | 2.6 | 3.1 | 0.5 |
საფრანგეთი | 3.0 | 3.4 | 0.4 |
აზერბაიჯანი | 7.4 | 7.8 | 0.4 |
წყარო: ეროვნული ბანკი