Microsoft-ი, Nike-ი, Starbucks-ი, Unilever-ი და მსოფლიოს კიდევ ხუთი უმსხვილესი კომპანია ერთიანდებიან, რათა დაეხმარონ ბიზნესს გახდნენ მეტად “ეკომეგობრული” და საწარმოო ტექნოლოგიებიც ამგვარად გადააწყონ. “Transform to Net Zero” – ასე დაერქვა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც გეგმავს სხვა წევრი-კომპანიების მიღებასაც და გარემოს დაცვის ფონდთან, სხვა პარტნიორებთან ერთად ყველა საჭირო მოქმედების დაგეგმვას, რათა ბიზნესებმა 2050 წლამდე ნულოვანი საწარმოო გამონაბოლქვით მუშაობა შეძლონ.
კომპანიების ჯგუფის განცხადებაში რაიმე სახის ინვესტიციაზე საუბარი არ არის, ისინი მხოლოდ აღნიშნავენ, რომ პირველად მოკვლევას და სამუშაოებს აწარმოებენ, რაც მომდევნო ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
ამჟამად, ჯგუფში გაერთიანებულია ფრანგული კომპანია Danone, გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz, ასევე A.P. Moller – Maersk A/S, ინდური ტექნოლოგიური კომპანია Wipro და ბრაზილიური კოსმეტიკის მაწარმოებელი Natura & Co.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ წარმოებას სრულად “ეკომეგობრული” მიმართულებით განაგრძობს. გარდა ამისა, კომპანიამ 45-წლიანი არსებობის მანძილზე წარმოების შედეგად გამოფრქვეული ნახშირორჟანგის განეიტრალების მიზნით $1 მილიარდი “Climate Innovation Fund”-ს გადასცა, რათა ნახშირორჟანგის ემისიების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები განავითარონ.