კომერციული ბანკების რეიტინგი მომზადებულია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით.
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომა 2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით 41.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ამ დროისთვის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოში არსებულ თხუთმეტივე კომერციულ ბანკს აქვს გამოქვეყნებული. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე წარმოგიდგენთ საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვას.