ტანსაცმლის ბრენდი Gap-ი პანდემიის პერიოდში მაღაზიების დახურვის გამო 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის შესახებ აცხადებს. გარდა ამისა, კომპანიის აქციების ფასმა 8%-ით დაიკლო.
პანდემიის პერიოდში დახურული მაღაზიების გამო, Gap-ის გაყიდვები 43%-ით შემცირდა. თუმცა, როგორც კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა სონია სინგალმა განაცხადა, მაისში მაღაზიების დახურვის პარალელურად, გაიზარდა ონლაინ ყიდვების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რითეილ-კომპანიებს შორის არასასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ბიზნესები, მათ შორის ტანსაცმლის ინდუსტრია კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა. დაიხურა მაღაზიები მსოფლიოს მასშტაბით, რის გამოც, ტანსაცმლის ბრენდები იძულებული გახდნენ ონლაინ გაყიდვებს დაჯერებოდნენ.
Gap-ს ჩრდილოეთ ამერიკაში 2 800 მაღაზია აქვს. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, აშშ-ში კომპანიამ მაღაზიების ნახევარი უკვე გახსნა.