ბერნარ არნოს შვილი მილანის შეძენასთან დაკავშირებულ ჭორებს უარყოფს

ბერნარ არნოს შვილი მილანის შეძენასთან დაკავშირებულ ჭორებს უარყოფს

ბერნარ არნოს ვაჟმა უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შეთანხმება იქნა მიღწეული  Louis Vuitton Group-სა და Elliott Management-ს შორის, რაც იტალიური კლუბ მილანის შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ Sempremilan.com-ი იუწყება.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთანხმება მიღწეულია Elliott და the LVMH  შორის და ის მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ახალი სტადიონის პროექტი დამტკიცდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო, მზად არის კლუბში 975 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მილიარდერის ქონება Forbes-ის მიხედვით $103.7 მილიარდს შეადგენს.

წყარო: Sempremilan.com