აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.3%-ია.

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი ქვეყნის მთავრობა 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა 8 თვეში დაფიქსირებული უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, შესაძლოა, 2022 წელს ეკონომიკა 8.5%-ზე მეტად გაიზარდოს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

მონაცემთა წყარო: საქსტატი