საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 40.4%-ით (135 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 39.7%-ით (345 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 471 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1,214 მლნ დოლარი შეადგინა.
აგვისტოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -742 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის აგვისტოს უარყოფით ბალანსზე 210 მლნ დოლარით მეტია.
რვა თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 36.9%-ით, ხოლო იმპორტი 36.5%-ით გაიზარდა. რვა თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -4,687 მლნ დოლარია, გასული წლის რვა თვეში -3,462 მლნ დოლარი იყო.
აგვისტოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.