აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 26 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 26 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2020 წლის აგვისტოში 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 38 მლნ დოლარით, 26%-ით გაიზარდა. აგვისტოში სულ 184 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოდან საზღვარგარეთ 23 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4 მლნ  დოლარით მეტია 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, საბერძნეთდან და აზერბაიჯანიდან  ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 1 142 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 3.2%-ით (35 მლნ დოლარით) მეტია.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი